ინფორმაციული ტექნოლოგიები

ბადრი ჭილაძე (ხელმძღვანელი), ალექსანდრე სიდელნიკოვი, იგორ ტრეკოვი, ციალა იოსელიანი, ჯენი გეგია, მიხეილ მახვილაძე.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში მიმდინარეობს შემდეგი სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოები:

  1. GRID კლასტერი: GRID კლასტერის შექმნა საქართველოში და მისი გამოყენება

    თემის ხელმძ.: ბადრი ჭილაძე
    მონაწილეები: ალექსანდრე სიდელნიკოვი, იგორ ტრეკოვი, დავით ჩხაბერიძე, მიხეილ მახვილაძე.
  2. კომპიუტერული ქსელი: ინსტიტუტის კომპიუტერული ქსელის განვითარება

    თემის ხელმძ.: ბადრი ჭილაძე
    მონაწილეები: ალექსანდრე სიდელნიკოვი, იგორ ტრეკოვი, ციალა იოსელიანი, ჯენი გეგია, მიხეილ მახვილაძე.

2009 წლიდან ინსტიტუტში მიმდინარეობს სამუშაოები დაკავშირებული GRID კლასტერის შექმნასთან. ეს წარმოადგენს GRID ტექნოლოგიების დანერგვის ერთ-ერთ პირველ მცდელობას საქართველოში.

როგორც ცნობილია GRID-ი არის სისტემა, რომელიც:

  • ცენტრალური მართვის გარეშე კოორდინირებას უწევს გეოგრაფიულად განაწილებული გამოთვლითი რესურსების გამოყენებას,
  • მოიხმარს სტანდარტულ უნივერსალურ პროტოკოლებს და ინტერფეისებს,
  • უზრუნველყოფს მაღალხარისხიან და უსაფრთხო მომსახურებას.

კლასტრისათვის შეძენილი იქნა 11 კომპიუტერი. აქედან 7 გამოთვლითი კვანძი (Work Node) და 4 მართვის კომპიუტერი. ყველა მათგანზე დაყენდა და გაიმართა ოპერაციული სისტემა SLC5.3 (CERN Scientific Linux) დასრულდა აგრეთვე G-Lite 3.2 პაკეტების ინსტალაცია და გამართვა.

GRID – კლასტერს აქვს შემდეგი კონფიგურაცია: 7 ცალი Worker Node -განკუთვნილია გამოთვლების საწარმოებლად, File სერვერ-ზე დაყენებულია G-Lite SE (Storage Element). 3 კომპიუტერზე დაინსტალირდა სისტემის მუშაობისათვის აუცილებელი სხვადასხვაG-Lite პაკეტები: G-Lite UI (User Interface), G-Lite CE (Computing Element), G-Lite BDII (Berkeley Database Information Index). დაყენდა აგრეთვე დამატებითი სერვისები (ისინი საჭირო იქნება მომავალში სისტემის მარტივი მართვის და განახლებებისთვის), როგორებიცაა ერთიანი განახლებების სერვერი (YUM Server and Client), დროის სინქრონიზაციის სერვერი(NTP Server and CLient).

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები GRID კლასტერის ადმინისტრატორის და G-Lite კვანძების სერტიფიკატების მისაღებად. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან იგეგმება კლასტერის გაშვება. კლასტერს საკმაოდ მძლავრი გამოთვლითი ჯამური სიმძლავრე გააჩნია, რომელიც შეადგენს დაახ ლოებით 200 პენტაფლოპს (ფლოპს – შესრულებული ოპერაცია წამში), მყარი დისკის ჯამური მეხსიერებაა 6.5 ტერაბაიტი, ხოლო ჯამური ოპერატიული მეხსიერებაა 64 გიგაბაიტი.

არსებული Windows Server 2003 სისტემიდან მოხდა (RedHat) Linux სიტემაზე გადასვლა.Windows Server 2003 სისტემაზე გამართული საფოსტო სერვერი გადაეწყო ზემოთ აღნიშნულ Linux სისტემაზე, მოხდა POP3 და SMTP სერვისებით უზრუნველყოფა. ასევე დაყენებული იქნა მომხმარებლის ინტერფეისი Squirrel Mail. ამავე სერვერზე გაიმართა Web Server, Apache2 და კონფიგურირებული იქნა ვებ გვერდის მართვის პანელი Joomla, რაც იძლევა ინფორმაციის საიტზე ადვილად განთავსების და განახლების საშუალებას.