ისტორია
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (მეფი თსუ)
შეიქმნა 1979 წელს ფიზიკის ფაკულტეტთან არსებული მაღალი ენერგიების
ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის ბაზაზე. ინსტიტუტის დაარსებიდან
1996 წლამდე მისი დირექტორი იყო აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი. 1996-2004
წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
ყოფილი პრეზიდენტი (1986-2004 წწ.), აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე, რომელიც ინსტიტუტის
დაარსების დღიდან ასევე იყო მისი მეცნიერ-ხელმძღვანელი. 2004 წლის ივლისის
თვიდან ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი მიხეილ ნიორაძე.
საბჭოთა პერიოდში ინსტიტუტს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ისეთ სამეცნიერო ცენტრებთან,
როგორებიც იყო დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი და
სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტიტი (რუსეთი), სადაც სამეცნიერო წრთობა გაიარა
ინსტიტუტის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა. დუბნასთან ინსტიტუტი დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ინსტიტუტმა მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები დაამყარა ბირთვული
კვლევების ევროპული ცენტრთან (ჟენევა, შვეიცარია), ხოლო მოგვიანებით იულიხის კვლევათა ცენტრთან (იულიხი, გერმანია),
რომლებშიც წარმატებით მუშაობდა ინსტიტუტის არა ერთი წარგზავნილი. ინსტიტუტის თანამშრომლებმა
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ცენტრებში მიმდინარე ექსპერიმენტებში (ATLAS, CMS, ANKE).
დღეისათვის ეს კონტაქტები უფრო ღრმავდება და ფართოვდება.
ინსტიტუტის თანამშრომლებს არაერთი სახელმწიფო ჯილდო და პრემია აქვთ მიღებული. მათ შორის:
საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
- 1977 წელი - თ.კოპალეიშვილი; ნაშრომთა ციკლისათვის "სახეშეცვლილი კვაზიდეიტრონული მოდელი 2-ნუკლონიანი ფოტობირთვული რეაქციებისათვის მსუბუქ ბირთვებზე პი-მეზონების ნუკლონზე ფოტოდაბადების ზღურბლზე დაბალი ენერგიებისათვის"
- 1985 წელი -ნ.ამაღლობელი, ვ.კეკელიძე, გ. ნიქობაძე და ვ.ჯორჯაძე; ახალი ვიწრო ბარიონული რეზონანსის აღმოჩენისა და გამოკვლევისადმი მიძღვნილ შრომათა ციკლისათვის.
პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
- 1976 წელი - ნ.ამაღობელი, ი.თევზაძე, რ. სალუქვაძე და მ.ჩარგეიშვილი; მეზონების პროტონებთან და ნახშირბადის ბირთვებთან ურთიეთქმედებისას წარმოქმნილ უცნაური ნაწილაკებისადმი მიძღვნილ შრომათა ციკლისათვის.
- 1983 წელი -ა.ხელაშვილი.
- 2004 წელი - ლ.ჩხაიძე და თ.ჯობავა; ნაშრომთა ციკლისათვიც "მაღალ ენერგიებზე ბირთვ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში კოლექტიური გამოდინების ეფექტის შესწავლა".
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია
- 1977 წელი - თ.კოპალეიშვილი; ნაშრომთა ციკლისათვის "პი-მეზონების ატომბირთვებთან ურთიერთქმედების შესწავლა".
ეროვნული პრემია
- 2009 წელი - ა.ხელაშვილი და მ.ნიორაძე; ნაშრომთა ციკლისთვის “სინათლის ფრონტის ფორმალიზმი
შედგენილი სისტემებისათვის და ზოგიერთი მისი გამოყენება ნაწილაკთა და
რელატივისტურ ბირთვულ ფიზიკაში”.
- 2010 წელი - ჯ.ხუბუა და ი.მინაშვილი; ნაშრომთა ციკლისთვის “დიდ
ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ექსპერიმენტ ATLAS-ში ადრონული კალორიმეტრისა
და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და დანადგარის მაკონტროლირებელი
სისტემის შექმნა“.
ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას მსოფლიოს
წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერიტეტებში:
-
ვლადიმერ კეკელიძე, გიორგი მაჭარაშვილი, ირაკლი მინაშვილი, ზვიად წამალაიძე, ალექსანდრე მაჭავარიანი,
ნუგზარ გრიგალაშვილი, ლევან ღლონტი, თენგიზ თოფურია, |დავით მჟავია| -
დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (დუბნა, რუსეთი).
-
ალექსანდრე მჭედლიშვილი, ტარიელ სახელაშვილი -
პაულ შერერის ინსტიტუტში (PSI) (ციურიხი, შვეიცარია).
-
ამირან ტომარაძე -
ნორტჰვესტერნის უნივერსიტეტი (ჩიკაგო, აშშ).
-
ანდრო კაჭარავა -
იულიხის კვლევითი ცენტრი (იულიხი, გერმანია).
-
აკაკი რუსეცკი -
ბონის უნივერსიტეტი (ბონი, გერმანია).
-
ვახტანგ ქართველიშვილი -
ლანკასტერის უნივერსიტეტი (ლანკასტერი, გაერთიანებული სამეფო).
-
ვასილ ჯორჯაძე -
ბრუკჰევენის ნაციონალური ლაბორატორია (ბრუკჰევენი, აშშ).
-
რეზო შანიძე -
ერლანგენის უნივერსიტეტი (ერლანგენი, გერმანია).
- გურამ ჩლაჩიძე -
ფერმის ნაციონალური ლაბორატორია (ბატავია, აშშ).
- გოჩა ტატიშვილი -
კორნელის უნივერსიტეტი (იტაკა, აშშ).
ბევრი მათგანი დღესაც ინარჩუნებს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტებს ჩვენს ინსტიტუტთან.
ინსტიტუტის ისტორიაზე ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს ინსტიტუტის ყოფილი სწავლული მდივნის, ომარ შუდრას
მოგონებები.
მკითხველისათის საინტერესო იქნება უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძრვნილი მოგონებების წიგნი, რომელიც ეხება
თსუ ისტორიას წინა საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე:
უნივერსიტეტი საუკუნეთა მიჯნაზე.