ჩვენ შესახებ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა­ხელმ­წიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერ­გი­ების ფი­ზი­კის სამეცნიერო-კვლევითი ინსტი­ტუ­ტი (მეფი თსუ) წარმოადგენს სამეცნიერო-სას­წავლო დაწე­სე­ბუ­ლებას.

ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკა ძირი­თა­დად სრულდება საერთაშორისო თა­ნამშ­რომ­ლობის ფარგ­ლებში ისეთ სამეც­ნიერო ცენტრებთან კავშირში, როგორიცაა დუბნის ბირთ­ვუ­ლი კვლევების გა­ერ­თი­ანე­ბული ინსტიტუტი (დუბნა, რუსეთი), ბირთვული კვლე­ვე­ბის ევროპული ცენტრი (ჟენევა, შვეიცარია) და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (იულიხი, გერმანია)

როგორც სასწავლო დაწესებულებას ინსტიტუტს მჭიდრო კავშირი აქვს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან. ინსტიტუტი ჩართულია ფიზიკის მიმარ­თუ­ლე­ბის როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო პროგრამებში.

ტერიტორიულად ინსტიტუტი მდებარეობს მდინარე ვერეს ხეობაში, თსუ მაღ­ლივი კორ­პუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნაფეტვრების მიმართულე­ბით საბა­გირო გზიდან 400 მეტრ მანძილზე.

ინსტიტუტის მისამართია:

მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი,
უნივერსიტეტის ქუჩა 9, 0186 თბილისი, საქართველო.
ტელეფონი:+995 32 2188907
ფაქსი:+995 32 2189852
ელ-ფოსტა:info@hepi.edu.ge

სიახლეები:

მომხმარებელი:
პაროლი: