მოდელირებისა და მონაცემთა ანალიზის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია

მირიან ტაბიძე, ლაბორატორიის გამგე, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ.;
ნუგზარ მოსულიშვილი, უფროსი ინჟინერი.

ლაბორატორია მიბმულია სამაგისტრო პროგრამის საგანთან: "სტატისტიკური მოდელირება და მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი". ამჟამად სასწავლო პროცესში ჩართულია შემდეგი ამოცანები:

  1. მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის CERN ROOT პაკეტის გაცნობა

    ამოცანის მიზანი: სტუდენტი გაეცნოს მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ერთ-ერთ თანა­მედროვე პაკეტს, რომელიც შეიქმნა შვეიცარიის ბირთვული კვლევების ცენტრ CERN–ში C++ პროგრამული ენის ბაზაზე.
  2. შემთხვევითი რიცხვების გენერატორები. მოცემული ფორმის მქონე განაწილების გენერაცია. ბოქს-მიულერის მეთოდი. ნეიმანის მეთოდი

    ამოცანის მიზანი: მაგისტრანტი გაეცნოს სხვადასხვა სახით განაწილებული სიდიდეების გენერირების პრინციპებს.
  3. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ინფორმაციის (განაწილებების) მოდელური ანალიზის მეთოდები: რეზონანსის გამოყოფა ფონიდან და მისი პარამეტრების განსაზღვრა (Χ2 - მეთოდი).

    ამოცანის მიზანი: ექსპერიმენტულად მიღებული ინვარინტული მასის განაწილების აპროქსიმაცია ბრაიტ-ვიგნერის ფორმულის გამოყენებით.
  4. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ინფორმაციის (განაწილებების) მოდელური ანალიზის მეთოდები: KLKS → π+π- დაშლის მიხედვით KS სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა (მართლმსგავსების მეთოდი).

    ამოცანის მიზანი: მართლამსგავსების პრინციპის გაცნობა.
  5. ჰარმონიული ოსცილატორის ძირითადი დონის ენერგიის გამოთვლა მესერის გამოყენებით.

    ამოცანის მიზანი: ინტეგრალების გამოთვლის მონტე-კარლოს მეთოდის გაცნობა და მისი პრაქტუკული გამოყენება ქვანტური მექანიკის ამოცანების ამოსახსნელად.
  6. 2 → 2 პროცესის მოდელირება: pp დრეკადი გაბნევის რეაქციის მოდელირება მოცემულ ენერგიაზე.

    ამოცანის მიზანი: რელატივისტური კინემატიკის თანაფარდობების გამოყენება კონკრეტული ფიზიკური პროცესების მოდელირებისათვის

ამჟამად ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად სტუდენტები იყენებენ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბალანსზე რიცხულ სამ პერსონალურ კომპიუტერს PC-PENTIUM_4-ს.

სამაგისტრო პროგრამის პარალელურად ლაბორატორია ჩართულია სადოქტორო პროგრამაში "სპინის ფიზიკა ANKE/COSY ექპერიმენტში". ამ პროგრამის ფარგლებში დოქტორანტი ზარა ბაღდასარიანი მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე "ნუკლონ-ნუკლონ ურთიერთქმედების ამპლიტუდის სპინური ყოფაქცევის განსაზღვრა ANKE/COSY ექპერიმენტში".