მოდელირებისა და მონაცემთა ანალიზის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია
მირიან ტაბიძე, ლაბორატორიის გამგე, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ.;
ნუგზარ მოსულიშვილი, უფროსი ინჟინერი.
ლაბორატორია მიბმულია სამაგისტრო პროგრამის საგანთან: "სტატისტიკური მოდელირება და
მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი". ამჟამად სასწავლო პროცესში ჩართულია შემდეგი ამოცანები:
მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის CERN ROOT პაკეტის გაცნობა
ამოცანის მიზანი: სტუდენტი გაეცნოს მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ერთ-ერთ თანამედროვე პაკეტს,
რომელიც შეიქმნა შვეიცარიის ბირთვული კვლევების ცენტრ CERN–ში C++ პროგრამული ენის ბაზაზე.
შემთხვევითი რიცხვების გენერატორები. მოცემული ფორმის მქონე განაწილების გენერაცია. ბოქს-მიულერის მეთოდი. ნეიმანის მეთოდი
ამოცანის მიზანი: მაგისტრანტი გაეცნოს სხვადასხვა სახით განაწილებული სიდიდეების გენერირების პრინციპებს.
ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ინფორმაციის (განაწილებების) მოდელური ანალიზის მეთოდები: რეზონანსის გამოყოფა
ფონიდან და მისი პარამეტრების განსაზღვრა (Χ2 - მეთოდი).
ამოცანის მიზანი: ექსპერიმენტულად მიღებული ინვარინტული მასის განაწილების აპროქსიმაცია ბრაიტ-ვიგნერის
ფორმულის გამოყენებით.
ექსპერიმენტის შედეგად მიღებული ინფორმაციის (განაწილებების) მოდელური ანალიზის მეთოდები:
KLKS → π+π- დაშლის მიხედვით KS სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა
(მართლმსგავსების მეთოდი).
ამოცანის მიზანი: მართლამსგავსების პრინციპის გაცნობა.
ჰარმონიული ოსცილატორის ძირითადი დონის ენერგიის გამოთვლა მესერის გამოყენებით.
ამოცანის მიზანი: ინტეგრალების გამოთვლის მონტე-კარლოს მეთოდის გაცნობა და მისი პრაქტუკული გამოყენება
ქვანტური მექანიკის ამოცანების ამოსახსნელად.
2 → 2 პროცესის მოდელირება: pp დრეკადი გაბნევის რეაქციის მოდელირება მოცემულ ენერგიაზე.
ამოცანის მიზანი: რელატივისტური კინემატიკის თანაფარდობების გამოყენება კონკრეტული ფიზიკური პროცესების
მოდელირებისათვის
ამჟამად ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად სტუდენტები იყენებენ მაღალი ენერგიების ფიზიკის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბალანსზე რიცხულ სამ პერსონალურ კომპიუტერს PC-PENTIUM_4-ს.
სამაგისტრო პროგრამის პარალელურად ლაბორატორია ჩართულია სადოქტორო პროგრამაში "სპინის ფიზიკა ANKE/COSY
ექპერიმენტში". ამ პროგრამის ფარგლებში დოქტორანტი დავით მჭედლიშვილი მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე "ნუკლონ-ნუკლონ
ურთიერთქმედების ამპლიტუდის სპინური ყოფაქცევის განსაზღვრა ANKE/COSY ექპერიმენტში".