ნაწილაკების ფიზიკა
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება:
ნაწილაკების ფიზიკა (ექსპერიმენტი) Particle Physics (experiment)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
ფიზიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD in physics).
სპეციალობა: “ნაწილაკების ფიზიკა” (Specialty: “Particle Physics”)
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი:
ფიზ.-მათ. მეც. დოქტ., თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
სრული პროფესორი თეორიული ფიზიკის მიმართულებით მერაბ ელიაშვილი
თანახელმძღვანელები:
ფიზ.-მათ. მეც. დოქტ., პროფ., მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მკვლევარი ჯემალ ხუბუა
ფიზ.-მათ. მეც. დოქტ., მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მკვლევარი თამარ ჯობავა
სადოქტორო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება:
დოქრორანტურაში ასაღები კრედიტების საერთო რაოდენობა:
180 ECTS კრედიტი ნაწილდება 3 წელიწადზე, აქედან 60 კრედიტი მოდის სასწავლო კომპონენზე და 120 - სამეცნიეროზე.
სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
დოქტორანტი უნდა იყოს ფიზიკის მაგისტრი (ან მაგისტრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე) და ფლობდეს ინგლისურ ენას.
დოქტორანტურაში შესაძლებელია ორი დოქტორანტის მიღება.
სასწავლო კომპონენტი - 60 ECTS კრედიტი
სასწავლო გეგმა:
- დოქტორანტის 2 კოლოკვიუმი - 10 ECTS კრედიტი
- სწავლების თანამედროვე მეთოდები - 5 ECTS კრედიტი
- პროფესორის ასისტენტობა - 5 ECTS კრედიტი
ცხრილები საგნების ჩამონათვალით:
- ფუნდამენტური ურთიერთქმედებების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის
თანამედროვე მეთოდები - 15 ECTS კრედიტი
- მძიმე კვარკების ფიზიკა - 15 ECTS კრედიტი
- კალორიმეტრია-ენერგიის გაზომვა ნაწილაკთა ფიზიკაში - 10 ECTS კრედიტი
სამეცნიერო კომპონენტი - 120 ECTS კრედიტი
- არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ კვარკის იშვიათი დაშლების შესწავლა ATLAS ექსპერიმენტში.
- ATLAS ექსპერიმენტის ტაილ კალორიმეტრის მახასიათებლების დადგენა და გაუმჯობესება.
სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
პროგრამით გათვალისწინებული ორივე ამოცანის შესასრულებლად ექსპერიმენტი ჩატარდება ბირთვული კვლევების
ევროპულ ორგანიზაციაში (ქ. ჟენევა, შვეიცარია) – CERN დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე ATLAS დანადგარზე.
ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავება მოხდება ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში და თსუ მაღალი
ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში არსებული კომპიუტერული სისტემების გამოყენებით. დოქტორანტი მიიღებს
მონაწილეობას ექსპერიმენტის მსვლელობაში, ასევე მიღებული ექსპერიმენტული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზში.