თეორიული ფიზიკის განყოფილება

ანზორ ხელაშვილი (ხელმძღვანელი), თეიმურაზ კოპალეიშვილი, გელა დევიძე, აკაკი ლიპარტელიანი, თეიმურაზ ნადარეიშვილი, თამარ ბაბუციძე, ვაჟა სხირტლაძე.

თეორიული კვლევების მიმართულებები:

  1. ჰადრონთა კვარკული სტრუქტურა: სამკვარკიანი ბმული სისტემები (ბარიონები) - ხელმძ. თეიმურაზ კოპალეიშვილი.
  2. სპინის ფიზიკა (თეორია): ღრმად-არადრეკადი პროცესები და პოლარიზაციული მოვლენები - ხელმძ. ანზორ ხელაშვილი.
  3. ფიზიკა სტანდარტული მოდელის მიღმა: არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენები - ხელმძ. გელა დევიძე.

სამკვარკიანი ბმული სისტემები (ბარიონები)

თემის ხელმძღვანელი: თეიმურაზ კოპალეიშვილი.
მონაწილეები: თამარ ბაბუციძე, ვაჟა სხირტლაძე.

კვლევის საგანი: სამკვარკიანი სისტემები (N, Σ, Λ, Ξ, Δ, Ω ბარიონები), მათი მასათა სპექტრი, ფორმ-ფაქტორები და დაშლები. კვლევის მეთოდოლოგია, ინსტრუმენტი: ლორენც-ინვარიანტული 3-განზომილებიანი სოლპიტერის განტოლება. კვლევის სირთულეები დაკავშირებულია ორ ძირითად გარემოებასთან. პირველი. კვანტური ქრომოდინამიკა არ იძლევა სოლპიტერის განტოლების გულის აგების ცალსახა საშუალებას. ეს გული ასახავს დატყვევებული კვარკების ურთიერთიქმედებას (კონფაინმენტი) და მისი შერჩევა ხდება “ხელით”. მეორე. სამი ნაწილაკის ამოცანის ამოხსნა რელატივიზმის გათვალისწინებით დიდ ანალიტიკურ და რიცხობრივ სირთულეებთან არის დაკავშირებული (ამ თემატიკას წინ უსწრებდა ორკვარკიანი სისტემების (მეზონების) შესწავლა(ix. Bound q anti-q systems in the framework of the different version of the 3-dimensional reductions of the Bethe-Salpeter equation (rewiew) ЭЧАЯ, т.32, вып.5, (2001), 1061-1114; Phys.Part.Nucl. 32 (2001) 560-588.)

დღეისათვის სოლპიტერის განტოლებაში შემავალი 64-კომპონენტიანი სპინორი ე.წ. სტაბილობის პირობის გამოყენებით დაყვანილია ორ 8-კომპონენტიან სპინორზე. დადგენილია ამ სპინორების აგების სრული წესი. ასევე მათთვის მიღებულია განტოლებათა სისტემა. მიმდინარეობს ამ სისტემაში შემავალი მატრიცული ელემენტების დათვლა 3-ნაწილაკოვანი K-ჰარმონიკებისა და კოლექტიურ ცვლადზე დამოკიდებული ოსცილატორული ფუნქციების გამოყენებით. არსებითია, რომ კონფაინმენტის გამო სოლპიტერის განტოლებაში გასათვალისწინებელია მხოლოდ სამნაწილაკოვანი ურთიერთქმედება.

ამავე ჯგუფმა 2009 წელს აკაკი რუსეცკისთან (ბონის უნივერსიტეტი) ერთად მოიპოვა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი №GNSF/ST08/4-401 “სამი ნაწილაკის ამოცანა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში”.

« უკან დაბრუნება


ღრმად-არადრეკადი პროცესები და პოლარიზაციული მოვლენები

თემის ხელმძღვანელი: ანზორ ხელაშვილი.
მონაწილეები: თამარ ხაჩიძე, თეიმურაზ ნადარეიშვილი.

2009 წელს კვლევები წარმოებდა სესფ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი №GNSF/STO7/4-196 სპინის ფიზიკა: ღრმად-არადრეკადი პროცესები და პოლარიზაციული მოვლენები". (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ანზორ ხელაშვილი, პროექტის მენეჯერი თეიმურაზ ნადარეიშვილი 2008-2009 წ). გამოქვეყნდა მონოგრაფია ინგლისურ ენაზე ნიუ იორკში: T.Khachidze and A.Khelashvili, “Dynamical Symmetries in the Coulomb-Kepler Problem in Classical and Quantum Mechanics: Nonrelativistic and Relativistic”, NOVA PUBLISHERS, NEW YORK; მომზადებულია წიგნი: ა.ხელაშვილი "ველის კვანტური თეორიის ტოპოლოგიური მოდელები“, მონოგრაფია და სახელმძღვანელო მაგისტრანტებისათვის, იბეჭდება გამომცემლობაში “ნეკერი”.

მომზადდა და გადაცემულია გამოსაქვეყნებლად სტატიები:

  1. T. Nadareishvili, A. Khelashvili. ”Some Problems of Self-Adjoin Extension in the Schrödinger equation”. arXiv:0903.0234. (math - ph), Jurnali Journal of Physics A (Mathematical and Theoretical). IOP Journal. United Kingdom.
  2. A.Khelashvili. “Why the Coulomb Potential?”, Jurnali “Applied and Computational Mathematics». International Journal.
  3. Anzor Khelashvili, Tamar Khachidze, arXiv:0902.0122 [hep-th] “Coulomb Potential and Witten's Super algebra”.
  4. T. Nadareishvili, A. Khelashvili. ”Generalization of Hypervirial and Feynman-Hellmann Theorems for Singular Potentials”. Arxiv: hep–th./0907.1824.
  5. თ.ნადარეიშვილი, ა.ხელაშვილი, "სინგულარული ამოხსნები გაფანტვის ამოცანებში".

2009 წელს ანზორ ხელაშვილს ავტორთა კოლექტივთან ერთად (ვ. გარსევანიშვილი, მ. ნიორაძე, ზ. მენთეშაშვილი) მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში.

« უკან დაბრუნება


არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენები

თემის ხელმძღვანელი:გელა დევიძე.
მონაწილეები: აკაკი ლიპარტელიანი, ვახტანგ ქართველიშვილი.

ჩვენ ვიკვლევთ ნეიტრალური ბოზონების ორფოტონიან იშვიათ დაშლებს. არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით ინსპირირებული იშვიათი პროცესები სტანდარტულ მოდელში მიმდინარეობს მინიმუმ, ერთმარყუჟიან დონეზე და შესაბამისად, ძლიერადაა ჩახშობილი. ასეთი ტიპის პროცესები ძალიან მგრძნობიარენი არიან სტანდარტულ მოდელს მიღმა მოსალოდნელი ფიზიკის (ახალი ფიზიკის) მიმართ. იშვიათ პროცესებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ნეიტრალური ბოზონების ორფოტონიან დაშლებს მათი უნიკალურად სუფთა ექსპერიმენტული სიგნატურის გამო.

მიღებული შედეგები მოხსენებული იქნა საერთაშორისო კონფერენციაზე“Physics at Future Colliders”, საქართველოს მათემატიკოსთა ყრილობის ფიზიკის სექციაზე, ა.ხელაშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ფიზიკის სამეცნიერო კონფერენციაზე.

ამავე ჯგუფმა 2009 წელს მოიპოვა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი №GNSF/ST08/4-421 ლანკასტერ-თბილისის პროექტი: B-მეზონების და τ(μ)--ლეპტონების რადიაციული დაშლები, როგორც საშუალება დამატებითი განზომილებების საკვლევად”.

« უკან დაბრუნება